წონის კორექციის ფსიქოთერაპიული ჯგუფი
ადამიანის სიჯანსაღისთვის, ფსიქოლოგიური სიჯანსაღე რომ უმნიშვნელოვანესია, ეს ყველამ კარგად ვიცით. დიალოგიც უკვე 4 წელია ათასობით ადამიანის საიმედო მეგზურია ამ საინტერესო მოგზაურობაში, თუმცა, ფიზიოლოგიური სიჯანსაღე, სწორი ცხოვრების რიტმი და ჩვევები, არანაკლებ მნიშვნელობას ატარებს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.
ზედმეტი წონა, ჩვენს ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. დიეტები, სხვადასხვა სპეც. კვება, ძალდატანებული ვარჯიში კი ხშირად არა ლამაზ სხეულთან, არამედ სტრესთან და მორიგ იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული, თუმცა, რეალურად, ზედმეტ წონასთან ბრძოლა ძალიან მარტივ და საინტერესო პროცესაd იქცევა, როდესაც ამ დამოკიდებულებების ფუნდამენტში ჩავდივართ და ვიაზრებთ, თუ რამდენად არასწორი რეჟიმით ვატარებთ ჩვენს ყოველდღიურობას.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პრობლემა ფართოდაა გავრცელებული, ხოლო პრობლემის მოგვარების ფსიქოთერაპიული მეთოდი ჩვენთვის კარგად ნაცნობი და მრავალგზის გამოყენებულია, გადავწყვიტეთ ახალი სერვისი - „წონის კორექციის ფსიქოთერაპიული ჯგუფი“ შეგვექმნა, რომელიც გულისხმობს 3 თვიან ინტენსიურ ჯგუფურ შეხვედრებს, სადაც მიიღებთ ზუსტ რეკომენდაციებს, გააცნობიერებთ თქვენს დამოკიდებულებას საკვებთან მიმართებით და ძალიან მარტივად, სტაბილურად შეძლებთ წონაში კლებას, ხოლო შედეგს კიდევ უფრო მარტივად შეინარჩუნებთ.
გასათვალისწინებელია, რომ ჯგუფის მსვლელობისას და კლების პროცესში, არ გამოიყენება რაიმე სახის აკრძალვა, მიმდინარეობს სიღრმისეული ფსიქოთერაპია, რომელიც მოიცავს ქცევით თერაპიას, სწორი კვებითი ჩვევების ფორმირებასა და საკვებზე ზედმეტი მიჯაჭვულობის მოხსნას.
პირველი ჯგუფი იწყება 29 აპრილს, მიმდინარეობს 3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ყოველთვიური შეხვედრებით გაგრძელდება, სადაც მოხდება შედეგების ანალიზი და დამატებითი რესურსების გაცემა, რათა კლების პროცესი მარტივად გააგრძელოთ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით: 032 2 500 288 , ტრენერი - ჩვენი ფსიქოთერაპევტი, კვებითი ჩვევების სპეციალისტი თამარ ლაფაჩი.